პოპულარიზაციის კონკურსები – დეკემბერი

/პოპულარიზაციის კონკურსები – დეკემბერი

 

ეროვნული კინოცენტრი 2022 წლის კინოპროექტებისა და კინოფესტივალების დაფინანსების შესახებ

 

 

2022 წლისთვის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტი იღებს განაცხადებს შემდეგი მიმართულებების დაფინანსებაზე:

 

  • 2022 წლის კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსება

 

  • 2022 წლის საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსება

 

ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ტექსტს.

 

 

 

2022 წლის კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსება

 

 

კინოპროექტების თანადაფინანსებისთვის (წარმოების გარდა) შეგიძლიათ წარმოადგინოთ პროექტები, რომლებიც ფარავენ შემდეგ თემებს:

 

  • კინომემკვიდრეობა – არსებული კინოფონდის დაცვა, კვლევები, კონფერენციები, გამოფენები, რეტროსპექტივები
  • კინოდისტრიბუცია – (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეების ამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ პლატფორმის შექმნა)
  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება – ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოფები და ლექციები
  • კინოლიტერატურის გამოცემა – მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები და მემუარები

 

 

 

პროექტის წარსადგენად გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

 

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

 

პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს მისი დეტალური ბიუჯეტი.

 

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ სხვა ფინანსური პარტნიორები და რომლის განხორციელებაც, მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

 

კინოცენტრში შემოტანილი პროექტი, ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 90 დღით ადრე უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.

გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

 

შემოსული პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავს ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი სათათბირო კომისია, რომელიც  ცენტრის თანამშრომლებისგან შედგება.

 

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა  გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge

 

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს:

 

მანანა სურაძე: 577 553 702

m.suradze@gnfc.ge

 

 

 

 

2022 წლის საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსება

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროცნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე 2022 წლისთვის.

 

დაფინანსებაზე უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

 

 

  • ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება
  • საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენელთა მოწვევა
  • ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფა
  • ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორთა მოწვევა
  • ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველ რეჟისორთა რეტროსპექტივა
  • ფესტივალში მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ 10 ქვეყანა

 

პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, ჩასატარებელი ფესტივალის მთლიანი და ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი, მოწვეული სტუმრების სავარაუდო სია.

 

გაითვალისწინეთ, რომ კინოცენტრში შემოტანილი განაცხადი, ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 90 დღით ადრე უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

შემოსული პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავს ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი სათათბირო კომისია, რომელიც  ცენტრის თანამშრომლებისგან შედგება.

 

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული  და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გადმოაგზავნოთ ელექრონულ მისამართზე:   info@gnfc.ge

 

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს:

 

მანანა სურაძე: 577 553 702

m.suradze@gnfc.ge

 

 

 

 

2022-03-10T15:22:57+00:00