,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება

/,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება

,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება

,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების  დაფინანსების  მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 14.12.2018 წლის #362 ბრძანებით დამტკიცებულ  ,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება, კერძოდ,  ფორმულირებას: ,,კონკურსში განიხილება მხოლოდ რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმების პროექტები, მეორე და შემდეგი პროექტები არ განიხილება და რეგულირდება სხვა საკონკურსო პირობებით” დაემატა შემდეგი  ფორმულირება: ,,სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრული ფილმის კონკურსში მონაწილეობა არ ეზღუდებათ იმ რეჟისორებს, რომელთაც გადაღებული აქვთ სადიპლომო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კინოცენტრი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს სადიპლომო ნამუშევრად, როცა პროექტის პროდიუსერი წარმოადგენს ცნობას უმაღლესი სასწავლებლიდან, ამ ფაქტის დადასტურების თაობაზე”.

By |2018-12-28T11:22:41+00:00დეკემბერი 27th, 2018|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება

About the Author: