ბრძანება დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

/ბრძანება დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსზე (კონკურსი #2/3) შემოტანილ პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ-კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსზე (კონკურსი #2/3) შემოტანილ პროექტთა შეფასების წესი”.
2. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
3. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

დირექტორი – გაგა ჩხეიძე

 

ბრძანების გადმოწერა

2020-04-03T00:11:09+00:00