ბრძანება საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

/ბრძანება საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5
დეკემბრის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,სსიპ
– საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის
დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს #3/255 ბრძანებით დამტკიცებული
დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
1. 2020 წლის 13 აპრილს შეიქმნას წარმოებაში ჩაშვებულ დოკუმენტურ ფილმზე
,,სინემანია” (რეჟ: ვ. კუნცევ-გაბაშვილი, პროდიუსერი: შპს ,,აკრობატი”) თანხის დამატების
განმხილველი საექსპერტო კომისია 3 წევრის შემადგენლობით:

1. ირაკლი მახარაძე – რეჟისორი;
2. მანანა ანასაშვილი – რეჟისორი;
3. არჩილ ხეთაგური- რეჟისორი;

2. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომშიკინოცენტრი)

იურისტს თ. ჩავლეიშვილს გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები
საექსპერტო კომისიის წევრებთან და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვროს
კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადა.
3. წინამდებარე ბრძანებას თან დაერთოს კომისიის წევრებად მოწვევის თაობაზე
წერილობითი დასაბუთება და კომისიის წევრების ჩV.
4. დაევალოს კინოცენტრის აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს უზრუნველყოს
წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ.
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

 

ბრძანების გადმოწერა

2020-04-13T23:26:07+00:00