ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტთა დაფინანსების თაობაზე

/ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტთა დაფინანსების თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურო დებულების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საექსპერტო კომისიის 2020 წლის 28 აპრილის #5 დასკვნის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1.დაფინანსდეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსში (კონკურსი 2/5) მონაწილე შემდეგი პროექტები:

ა)ლევანი და გივი“ –  პროდიუსერი შპს „ჯემინი“,  რეჟისორი – ბაკურ ბაკურაძე – 500 000  (ხუთასი ათასი) ლარით.

ბ)პეპლების იძულებითი მიგრაცია – პროდიუსერი  შპს „სტუდია-99“,  რეჟისორი – ნინო ჯორჯაძე – 499 888 (ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი  ათას რვაას ოთხმოცდარვა) ლარით.

გ)ზამთრის პირის სევდა – პროდიუსერი  შპს“Film Asylum,  რეჟისორი – აკაკი შანშიაშვილი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარით.

  1. ბრძანების პირველ პუქტში განსაზღვრული პროდიუსერებისთვის თანხის გამოყოფა წარმოებაში ჩაშვების მიზნით, განხორციელდეს ,,ეროვნული ფილმის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად.
  2. ბრძანება ძალაში შევიდეს სსიპ საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
  3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6)

 

ბრძანების გადმოწერა

2020-04-29T18:53:35+00:00