ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

/ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე (კონკურსი #2/1) შემოტანილ პროექტთა შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ-კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე (კონკურსი #2/1) შემოტანილ პროექტთა შეფასების წესი”.
2. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
3. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

 

ბრძანების და დანართის გადმოწერა

2020-06-16T21:52:59+00:00