ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

/ბრძანება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა (კონკურსი #2/1) განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს #3/255 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,საექსპერტო კომისიის დამტკიცებამდე კომისიის წევრობის კანდიდატებზე წერილობითი დასაბუთების მომზადების შესახებ” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2014 წლის 16 ივლისის #170 ბრძანების შესაბამისად

ვბრძანებ:

1.2020 წლის 15 ივნისს შეიქმნას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წლის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა (კონკურსი #2/1) განმხილველი საექსპერტო კომისია 6 წევრის შემადგენლობით:

1. ნინო კაკაბაძე-კინომცოდნე;
2. ქეთევან მაჭავარიანი – რეჟისორი, პროდიუსერი;
3. რატი ჯებაშვილი-რეჟისორი, პროდიუსერი;
4. თეკლა მაჭავარიანი-პროდიუსერი;
5. ალექსანდრე კობერიძე-რეჟისორი;
6. ლევან ცერცვაძე –სცენარისტი;

2.გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულებები საექსპერტო კომისიის წევრებთან და შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადა.
3. წინამდებარე ბრძანებას თან დაერთოს კომისიის წევრებად მოწვევის თაობაზე წერილობითი დასაბუთება და კომისიის წევრების ჩV.
4. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

 

ბრძანების გადმოწერა

2020-06-16T11:19:19+00:00