გაიზარდა  საკონკურსო დაფინანსების ფონდები

/  გაიზარდა  საკონკურსო დაფინანსების ფონდები

 

 

ეროვნულმა კინოცენტრმა სამი კონკურსის დაფინანსების ფონდი გაზარდა:

 

1.,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების  დაფინანსების  მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 29.08.2018 წლის #258 ბრძანებით დამტკიცებულ  ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა კონკურსის ბიუჯეტი და ნაცვლად ფორმულირებისა: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს.” განისაზღვრა შემდეგი ფორმულირება: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარს.”

2.,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2019 წელს დაფინანსების  კონკურსის გამოცხადების თაობაზე” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 27.11.2018 წლის #335 ბრძანებით დამტკიცებულ  ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2019 წელს დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა კონკურსის ბიუჯეტი და ნაცვლად ფორმულირებისა: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარს.” განისაზღვრა შემდეგი ფორმულირება: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარს.”

3.,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების  დაფინანსების  მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 14.12.2018 წლის #362 ბრძანებით დამტკიცებულ  ,,სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობებში” შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა კონკურსის ბიუჯეტი და ნაცვლად ფორმულირებისა: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს.” განისაზღვრა შემდეგი ფორმულირება: ,,საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარს.”

 

2019-04-18T16:38:44+00:00