სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5
დეკემბრის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და
,,სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის
დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს #3/255 ბრძანებით დამტკიცებული
დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,საექსპერტო კომისიის
დამტკიცებამდე კომისიის წევრობის კანდიდატებზე წერილობითი დასაბუთების
მომზადების შესახებ” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2014
წლის 16 ივლისის #170 ბრძანების შესაბამისად

ვბრძანებ:

1.2020 წლის 25 მაისს შეიქმნას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის
შექმნის დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო
კომისია 5 წევრის შემადგენლობით:
1. ალექსანდრე შუღლაძე-მწერალი;
2. სალომე ასათიანი-ჟურნალისტი;
3. შოთა იათაშვილი-მწერალი;
4. ზაალ რუსაძე-რეჟისორი, პროდიუსერი;
5. ოთარ ლითანაშვილი-რეჟისორი;

2.გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულებები საექსპერტო კომისიის წევრებთან და
შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება და
ხელშეკრულების ვადა.
3. წინამდებარე ბრძანებას თან დაერთოს კომისიის წევრებად მოწვევის თაობაზე
წერილობითი დასაბუთება და კომისიის წევრების ჩV.
4. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომშიკინოცენტრი)

აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს წინამდებარე ბრძანების
კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ.
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

 

ბრძანების გადმოწერა

2020-05-26T00:04:28+00:00