დოკუმენტური ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე

/დოკუმენტური ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს #3/257 ბრძანებით დამტკიცებული ,,კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების” პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.2020 წლის 24 ივლისს გამოცხადდეს კონკურსი დოკუმენტური ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით წინამდებარე ბრძანების დანართ 1-ში აღწერილი პირობებით.
2.დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) აი-ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
3.ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

 

ბრძანების გადმოწერა

2020-07-24T22:44:45+00:00