საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აფუძნებს საკუთარ კინობიბლიოთეკას
ოქტომბერი 15, 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აფუძნებს საკუთარ კინობიბლიოთეკას. ამ ბიბლიოთეკის უპირველესი შემადგენელი ნაწილი იქნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოცემული კინოლიტერატურა. ასევე გვაინტერესებს კინემატოგრაფის შესახებ ქართულ ენაზე და საქართველოში უცხო ენაზე გამოცემული წიგნები.

თუ ფლობთ ასეთი სახის ლიტერატურას და მზად ხართ, უსასყიდლოდ გადმოგვცეთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ამით თქვენს ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ქართული კინოს განვითარების საქმეში.

კინობიბლიოთეკა დროებით განთავსდება ეროვნული კინოცენტრის შენობაში, სადაც ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

 

ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. #4, მეოთხე სართული ტელ: +995 32 299 9200 მობ: 551 47 19 19

ელ ფოსტა: info@gnfc.ge                  n.kanteladze@gnfc.ge