საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2021 – 2022 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის
სექტემბერი 6, 2021

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2021 – 2022 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის.

კატალოგში წარმოდგენილი იქნება:

  • სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
  • მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
  • დოკუმენტური ფილმები
  • ანიმაციური ფილმები
  • ფილმები წარმოების პროცესში

კატალოგისთვის გამოსაგზავნი მასალების ნუსხა:

  1. ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  2. ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
  3. რეჟისორი
  4. სცენარის ავტორი
  5. ოპერატორი
  6. მსახიობები
  7. პროდიუსერი
  8. მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა).
  9. ფილმის მოკლე ანოტაცია – 60 სიტყვა მაქსიმუმ
  10. რეჟისორის ბიოგრაფია – 30 სიტყვა მაქსიმუმ
  11. რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ: „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013), “ფილმი” (2010) და ა.შ.), ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია – „ფილმი” (წარმ.).
  12. რეჟისორის ფოტო
  13. კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)

მასალები მიიღება 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
მასალები გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: n.kanteladze@gnfc.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მენეჯერს:
ნათია კანთელაძე – ტელ: 2999 200, მობ: 551 471919