ქართული ანიმაციური ფილმის “ჯინო” მორიგი წარმატება
ნოემბერი 27, 2018

არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” კიდევ 2 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში – South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე International Environmental Film Festival Green Vision “ჯინო” მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს (Prize in nomination For the Optimistic Vision of the Future.)

“ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.