კინოცენტრი

/კინოცენტრი
კინოცენტრი2018-10-16T15:24:28+00:00

ისტორია

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და ამოქმედდა 2001 წლის აპრილში.
დაარსებიდან დღემდე კინოცენტრმა დააფინანსა 140-მდე ფილმი რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით, საქართველო წარმოადგინა საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე, გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია კინოს შესახებ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კინოხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებაში.
ეროვნული კინოცენტრი აგრძელებს მუშაობას საქართველოში კინოს განვითარებისთვის. ის არის ქვეყანაში კინოსექტორის ხელშემწყობი ძირითადი წყარო.

2010 – 2012 წლებში კინოცენტრი გაწევრიანდა საერთაშორისო კინოორგანიზაციებში:
Eurimages – ევრიმაჟი – კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდი;
EFP – European Film Promotion – კინოორგანიზაციათა საერათაშორისო ქსელი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ევროპულ კინოს;
FNE – Film New Europe – მედიაპორტალი, რომელიც ფარავს საერთაშორისო კინოინდუfსტრიას.
2015 წელს საქართველო გახდა Creative Europe-ის წევრი

მიზნები

  • ეროვნული ფილმწარმოების ფინანსური მხარდაჭერა
  • კინოსექტორის განვითარების სტრატეგიული კურსის განსაზღვრა
  • კინოგანათლების განვითარების ხელშეწყობა
  • კინოქსელის განვითარების ხელშეწყობა
  • საერთაშორისო ბიზნესკავშირების განვითარება
  • კინომემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერა
  • კინოფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერა
  • კინოექსპორტის განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
  • კინოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს კინოსფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  1. სუბსიდირება
  2. სტრატეგია და კვლევა
  3. კინოექსპორტი და დისტრიბუცია
  4. კინოკომისია

სუბსიდირების პრინციპები:

კინოცენტრის დირექტორი ქმნის საკონკურსო კომისიებს;

კომისიებში შედიან სექტორის წარმატებული მოღვაწეები, რომელთა საქმიანი რეპუტაცია და კომპეტენცია იმსახურებს ნდობას;

საქმიანობასა და გადაწყვეტილებებში კომისია დამოუკიდებელია, არ ერევა კინოცენტრის დირექტორი და კულტურის მინისტრი;

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

  1. პროექტის შეფასება წარმოდგენილი მასალების მიხედვით;
  2. Pitching (პრეზენტაცია, გასაუბრება);

კინოცენტრი აფინანსებს პროექტის საერთო ბიუჯეტის არა უმეტეს 75%;   კინოცენტრი აფინანსებს მხოლოდ ეროვნულ ფილმს ან კოპროდუქციას.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია, ქართული კინემატოგრაფის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.

ეროვნული კინოცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში.

ეროვნული კინოცენტრი არსებობს იმისთვის, რომ ქართულ კინემატოგრაფს ხელი შეუწყოს შემდეგ ეტაპებზე
სტრუქტურა

ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობას ოთხი შიდა-სტრუქტურული მიმართულების მეშვეობით ახორციელებს:

  1. სახელმწიფო სუბსიდირების მიმართულება
  2. დისტრიბუციისა და კინოექსპორტის მიმართულება
  3. სტრატეგიული დაგეგემარებისა და კვლევის მიმართულება
  4. ადმინისტრაციული მიმართულება