ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 18 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება
სექტემბერი 16, 2016
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2016 წლის 18-25 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამა შემდეგი სექციებისგან შედგება:
–საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები
–დიდოსტატთა კოლექცია
–ქართული პანორამა
–შექსპირი კინოში
–რეტროსპექტივები
–“SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
–მასტერ-კლასები
წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
ბათუმის კინოფესტივალი 21-25 სექტემბერს ტრადიციულად უმასპინძლებს ინდუსტრიულ პლატფორმას „ალტერნატიული ტალღა”, რომლის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი. „ალტერნატიული ტალღის” ძირითადი ფოკუსი წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება იქნება.
2016 წლის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
მხატვრული ფილმების სექციის ჟიური
1.დიტო ცინცაძე,საქართველო – ჟიურის თავჯდომარე
2.მაჰტაბ კერამატი, ირანი
3.ირინა გორდიჩუკი, უკრაინა
4.ლიზა ანტონოვა, რუსეთი
5.გულნარა აბიკიევა, ყაზახეთი
დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური
1.ჟიურის თავჯდომარე – მარინა რაზბეშკინა, რუსეთი
2.ელჰუმ შეიკრიფარი, დიდი ბრიტანეთი
3.ნარგიზ ბაგირზადე, აზერბაიჯანი
4.ოლეს იანჩუკ, უკრაინა
5.გივი ბესიკ ოდიშარია, საქართველო
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური
1.ზაზა ხალვაში – ჟიურის თავჯდომარე
2.იულია სინკევიჩი, უკრაინა
3.დავით მურადიანი, სომხეთი
4.დილარა ტასბულატოვა, რუსეთი
5.ზურაბ სტურუა, საქართველო
ბათუმის კინოფესტივალის სპეციალური ყოველწლიური პრიზი კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წელს გადაეცემა – თემურ ბაბლუანს (საქართველო) და ვადიმ აბდრაშიტოვს (რუსეთი).
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი, ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია.