წერე ქართულ კინოზე! – კონკურსის მეორე ტურში გადასული კონკურსანტები ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან
ოქტომბერი 13, 2016
წერე ქართულ კინოზე! – ეს არის ახალი კონკურსი, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოში კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლოთ.
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შერჩევა მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ესეების მიხედვით. მეორე ეტაპზე კი კონკურსანტები რეცენზიების მიხედვით შეფასდებიან, რომელთაც ისინი ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებზე დაწერენ. 
15-19 ოქტომბერს 10:00-დან 14:00 საათამდე კინოთეატრ „ამირანში” გაიმართება კინოკრიტიკოსთა კომისიის მიერ დაკომპლექტებული 10 ქართული ფილმის ჩვენება, რეცენზიების განხილვის შემდეგ კი კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს.
პირველ ადგილზე გასული სტუდენტი დაესწრება ბერლინის  საერთაშორისო  კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს. 
მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი). 
მესამე ადგილზე  გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.