The Eastern Neighbours Film Festival-ზე 5 ქართულ ფილმს აჩვენებენ
ნოემბერი 11, 2016
9-13 ნოემბერს ჰოლანდიაში The Eastern Neighbours Film Festival გაიმართება, რომელზეც 5 ქართულ ფილმს აჩვენებენ.
ქართული კინო წელს ფესტივალის ფოკუსშია. 

10-13 ნოემბერს ფესტივალზე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებები მოეწყობა.
კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება:
  • გიორგი წილოსანის “მზადება”
  • გიგა ბაინდურაშვილის “ფეხშიშველი”
  • ტატო კოტეტიშვილის “ოგასავარა”
  • ვახო ჯაჯანიძის “გამოსვლა”
ასევე კინოფესტივალზე ნახავენ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმს “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე”.
The Eastern Neighbours Film Festival ჰოლანდიაში წელს უკვე მეექვსედ გაიმართება.