ფილმს "ანას ცხოვრება" კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
ნოემბერი 25, 2016
ნინო ბასილიას ფილმს “ანას ცხოვრება” ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო “ფიპრესი” გადაეცა.
ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი.
დაჯილდოვების ცერემონიალს ქაიროში რეჟისორი ნინო ბასილია და პროდიუსერი ჟანა სარდლიშვილი დაესწრნენ.
“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო:
კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award. “ანას ცხოვრება” სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.
სულ რამდენიმე დღის წინ კი “ანას ცხოვრება” პალმა დე მალიორკასა და არასის კინოფესტივალების გამარჯვებული გახდა.