ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში
ნოემბერი 28, 2016
28 ნოემბერიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას “ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში”, რომელიც ეძღვნება ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე” საიუბილეო თარიღს. ფილმის გადაღებიდან 50 წელი გავიდა.
მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის პირად არქივში დაცული სხვადასხვა წლებში შესრულებული 50 გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.
გამოფენა 2016 წლის 4 დეკემბრამდე გაგრძელდება, 28 ნოემბერს კი 18:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში ფილმის „გიორგობისთვე” ჩვენება შედგება.
ღონისძიება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.