რუსუდან გლურჯიძის ფილმმა "სხვისი სახლი" მორიგი გამარჯვება საბერძნეთში მოიპოვა
ნოემბერი 29, 2016
17-27 ნოემბერს საბერძნთში კინოფესტივალი Panorama of European Cinema გაიმართა, რომელმაც საზოგადოებას არაერთი ცნობილი და წარმატებული ფილმი შესთავაზა მსფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ფიპრესია”, რომელსაც კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიური გასცემს.
წელს “ფიპრესი” რუსუდან გლურჯიძის ფილმს “სხვისი სახლი” გადასცეს!
“სხვისი სახლი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე. 
რამდენიმე საათის წინ კი “სხვისი სახლი”, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული პრიზის, “სატელიტის” მფლობელი გახდა.