დოუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალმა CinéDOC-Tbilisi გამარჯვებულები გამოავლინა
ოქტომბერი 25, 2016
CinéDOC-Tbilisi  არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც რეგიონში დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალი წელს მეოთხედ ჩატარდა და უმასპინძლა რეჟისორებს, პროდიუსერებს და კინოპროფესიონალებს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. 
CinéDOC-Tbilisi-ის ფარგლებში გაიმართა კინოჩვენებები, ვორქშოფები, მასტერკლასები და დისკუსიები საერთაშორისო სტუმრებისა და ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმმადგენლებთან მონაწილეობით.
CinéDOC-Tbilisi-საერთაშორისი დოკუმენტური  კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 25 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც საერთაშორისო საკონკურსო სექციის, CivilDOC-ის, Focus Caucasus-ის ჟიურიმ, სტუდენტურმა ჟიურიმ, მაყურებელმა და CinéDOC Young სექციის 
ახალგაზრდა მონაწილეებმა და მაყურებლებმა გამოავლინეს გამარჯვებული ფილმები:
  • გამარჯვებული ფილმი, საერთაშორისო საკონკურსო სექცია − ძმები / რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი / პოლონეთი / 2015 / 70 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, საერთაშორისო საკონკურსო სექცია – ოჯახური ურთიერთობები / რეჟისორი – ტომ ფასარტი / ნიდერლანდები / 2015 / 110 წუთი.
  • გამარჯვებული ფილმი, CivilDOC სექცია – სესილია / რეჟისორი – პანკაი ჯოჰარი / ინდოეთი / ნორვეგია / 2015 / 85 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, CivilDOC სექცია – ვინღა შემიყვარებს ახლა? / რეჟისორი – ბარაკ ჰეიმანი, ტომერ ჰეიმანი / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი / 2016 / 84 წუთი.
  • გამარჯვებული ფილმი, Focus Caucasus სექცია – ერთი, ორი, სამი / რეჟისორი – არმან იერიციანი / სომხეთი / 2015 / 75 წუთი.
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდო, Focus Caucasus სექცია – ახალგაზრდა მოჭიდავეები / რეჟისორი – მეთ გუმურჰანი / თურქეთი / ნიდერლანდები / 2016 / 90 წუთი.
  • გამარჯვებული ფილმი, სტუდენტური ჟიური − ძმები / რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი / პოლონეთი / 2015 / 70 წუთი.
  • გამარჯვებული ფილმი, მაყურებლის რჩეული –  ტრანზიტ ჰავანა / რეჟისორი – დანიელ აბმა / კუბა / გერმანია / ნიდერლანდები / 2016 / 86 წუთი.
  • CinéDOC Young სექციის გამარჯვებულია  – ვცეკვავ შენთვის / რეჟისორი – ერლენდ ე. მო  / დანია / ნორვეგია / შვედეთი / 2015 / 30 წუთი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა Q&A სესიები, სადაც აუდიტორიას საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის ფორმატში გასაუბრებოიდა ფილმის რეჟისორს.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თოქშოუები და მასტერკლასები უცხოელი სტუმრების მონაწილეობით, ადგილობრივი  რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. 
ფესტივალის წლევანდელ გამოშვებაზე აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები, როგორც თბილისიდან ასევე საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან, რომლებმაც უყურეს სპეციალურად შერჩეულ ფილმებს, დაესწრნენ მათთვის სპეციალურად შედგენილ პროგრამას, რომელიც იყო საგანმანათლებლო ხასიათის და რომლის შემდეგაც ახალგაზრდები თავად შეძლებენ CineDOC-Tbilisi-ის ტურის ფარგლებში  კინოჩვენებების დაგეგმვა/ორგანიზებას. ახალგაზრდები, რომლებიც სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობისათვის ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, ვუზრუნველყავით საცხოვრებელითა და კვებით.
ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია.
დამატებითი  ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ  იხილოთ შემდეგ მისამართებზე:
http://www.cinedoc-tbilisi.com/ 
https://www.facebook.com/CinedocTbilisi