ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA 2 ქართული ფილმის ჩვენება შედგება
თებერვალი 20, 2017

15-26 მარტს ნიუ იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 46-ე გამოშვებას უმასპინძლებს.

ტრადიციულად ფესტივალი ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.
წელს კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”. 
ქართული ფილმების ჩვენება ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA გაიმართება.