"სხვისი სახლი" ლუქსემბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე
მარტი 7, 2017
რუსუდან გლურჯიძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმი “სხვისი სახლი” ლუქსემბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარმოდგენილი. 
ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
“სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ფილმი ასევე დაჯილდოვებულია პრესტიჟული ჯილდოთი Satellite საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის და Spotlight Award-ით საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.