ევრაზიადოკი 2017 კრეატიული დოკუმენტური პროექტების მიღებას იწყებს
აპრილი 3, 2017
ევრაზიადოკი 2017 პროექტების მიღებას იწყებს!
პროექტების შემოტანა მსურველებს 3 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლისთ შეეძლებათ, სცენარის განვითარების რეზიდენცია კი კვარიათში 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით მოეწყობა.
პროექტის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.
ფრანგული ორგანიზაციის Docmonde მიერ შეირჩევა 6 ქართველი მონაწილე, რომლებიც მიწვეულნი იქნებიან 10 დღიან რეზიდენციაზე. რეზიდენციას გაუძღვებიან ფრანგი პროდიუსერი და რეჟისორი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.
სცენარის განვითარების რეზიდენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა. შერჩეული პროექტების ავტორებისთვის ყველა ხარჯი ანაზღაურებული იქნება პროექტის მესვეურების მიერ.
საკონტაქტო პირები:
მარიამ ჭაჭია: +995 577 595 985
ნინო დოლიაშვილი: +995 593 733 612
info@opyodoc.org
აპლიკაციის ბმული: http://www.opyodoc.org/ge/eurasiadoc/application/