„კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს
აპრილი 4, 2017

ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში” ახალ სეზონს
იწყებს. ამასთან დაკავშირებით 4 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი დაესწრნენ.

კინო სკოლაშიკინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარებისგანვითარებას. პროექტი 4- წელია მიმდინარეობსდა იგი ყოველ სეზონზესიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებსწელსკინო სკოლაშიაქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთავისუფალი გაკვეთილების”  პროგრამასთან,რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსადა დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად  სკოლისპედაგოგებიც ჩაატარებენ.

პროექტშიკინო სკოლაშიჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლისპედაგოგებს შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულებისშემდეგ სკოლებში განჩდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინოკლუბებს დაიზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

პროექტიკინო სკოლაშისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისმხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველარეგიონი, მათ შორის საოკუპაციოხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.