"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონ კონგის კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია
აპრილი 25, 2017
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა.
ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო “ცეცხლოვანი ფრინველი” გადაეცა.
წელს ჟიურის თავჯდომარე პოლონელი რეჟისორი აგნიეშკა ჰოლანდი იყო.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მოგვიანებით ფილმი სოფიას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.
10 მაისიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფრანგეთის კინოთეატრებში გამოდის.