27-30 აპრილს საქართველო უკრაინული კინოს დღეებს უმასპინძლებს. კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში” რამდნიმე დღის მანძილზე ფილმების ჩვენებებსა და უკრაინელი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს მოიცავს.
თემასთან დაკავშირებით 27 აპრილს, 14:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (ზ.გამსახურდიას
სანაპირო #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, უკრაინის სახელმწიფო კინოკომიტეტის ხელმღვანელი ფილიპ ილიენკო, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი იულია სინკევიჩი, ღონისძიების ორგანიზატორი მარია მოსკალენკო, რეჟისორი ტარას ტკაჩენკო და მსახიობი რიმა ზიუბინა დაესწრებიან.
2016 წელს სწორედ ტარას ტკაჩენკო გახდა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით “გვრიტის
ბუდე”, სადაცმთავარ როლს რიმა ზიუბინა ასრულებს.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgiaდა JS Films. ღონისძიება გაიმართება კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს,
საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ოდესის საერთაშორისო კონოფესტივალის, ასევე კომპანია Solar
Media Entertament და Arcadia Media House მხარდაჭერით.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 27 აპრილს
20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში” გაიმართება. ღონისძიებას ფილმი „გვრიტის ბუდე” გახსნის.