SOFA – School of Film Agents – ევროპული კინოაგენტების ტრეინინგი საქართველოში (30 აპრილი – 5 მაისი)
აპრილი 28, 2017
2017 წელს გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი – კინოაგენტების სკოლის სამუშაო შეხვედრა. SOFA ეს არის პროფესიული ვორქშოფი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ძლიერი პოტენციალის მქონე კინოაგენტების მომზადებას.  
მონაწილე კინოაგენტებს ვორქშოპებს ჩაუტარებენ მაღალი დონის საერთაშორისო მენტორები.  ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა მონაწილე აქამდე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. 
სკოლის ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და აქტიურად კურირებს საქართველოს. ამას გარდა, ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინოინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების მიერ.
კინოაგენტი შესაძლოა იყოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფილმწარმოებასთან და რეჟისურასთან. შესაბამისად, კინოაგენტობა გულისხმობს შემდეგ მიმართულებებს: კინოდისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინოინოვაციების მენეჯერები და სხვა. 
SOFA – კინოაგენტების სკოლა 2013 წლიდან არსებობს პოლონეთში და ხელს უწყობს პროექტებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეტაპობრივ განვითარებაში. თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. 
SOFA-ს მონაწილე პროქეტი შესაძლოა ეხებოდეს: მუნიციპალური კინოთეატრების ჩამოყალიბებას საქართველოში, უკრაინული კინოპრომოუშენის შექმნას, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო  ქსელის შექმნას, ბელორუსიაში კინოს შესახებ კანონმდებლობის პაკეტის მომზადებას და სხვა. 
SOFA-ს ხელმძღვანელობა მონაწილე ქვეყნების მთავარ საკითხად არასაკმარისად განვითარებულ კინოსექტორს სახავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები როგორებიცაა: დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში. კინოაგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით. 
შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას და ითვალისწინებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. მომავალ კინოაგენტებს ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით უკავშირებიდან პოტენციურ დამფინანსებლებს. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი თქვან ახალი სიტყვა და გავლენა მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინოინდუსტრიაზე.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია “ფილმპლიუსი” (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და თეიქს ფილმი (საქართველო). 
პროექტს აფინანსებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის პროგრამა – “შემოქმედებითი ევროპა”, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და სსიპ  “აწარმოე საქართველოში”. 
პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინოფონდი.
პროგრამა 
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:
1) 02.05.2017, 16:45 საათი, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი
SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე:  როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა – პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება. 
ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)
მოდერატორი: ნიკოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი.
2) 04.05.2017, 11:00 საათი, გოეთეს ინსტიტუტი (მ. ზანდუკელის 16)
შეხვედრა SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან. 
თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის
3) 04.05.2017, შეხვედრა პეტრი კემპინენთან,  გოეთეს ინსტიტუტი (მ. ზანდუკელის 16)
თემა: კინოს დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე

საკონტაქტო პირი: ქეთი დანელია (ketie@takesfilm.com)