ეროვნულმა კინოცენტრმა ლიტვის კინოცენტრის დირექტორს უმასპინძლა
მაისი 12, 2017

12 მაისს ეროვნულმა კინოცენტრმა ლიტვის კინოცენტრის დირექტორს, როლანდას კვიეტკაუსკას უმასპინძლა. 

შეხვედრას სამუშაო ფორმატი ჰქონდა. პანელ დისკუსიაზე ლიტვური და ქართული დოკუმენტური კინოს წარმატებული ისტორიები განიხილეს და დაფინანსების საკითხებზე იმსჯელეს. 
როლანდას კვიეტკაუსკას მისმა ქართველმა კოლეგამ, ეროვნული კინოცენტრის დორექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა უმასპინძლა, პანელ დისკუსიაში კი როლანდას კვიეტკაუსკასთან ერთად მონაწილეობას დოკუმენტური კინოფესტივალის CineDoc-Tbilisi დირექტორი არჩილ ხეთაგური, პროდიუსერი ანნა ძიაპშიპა, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე და შეხვედრის მოდერატორი ლუჩიანო გლორი იღებდნენ.