ქართული ფილმი "ანას ცხოვრება" ესპანეთის კინოთეატრებში გამოდის
ივნისი 16, 2017
16 ივნისიდან, ნინო ბასილიას მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი “ანას ცხოვრება” ესპანეთის შემდეგ კინოთეატრებში გამოდის:
  • Madrid- Cines Renoir Princesa
  • Bilbao – Multicines 7
  • Barcelona – Boliche
  • Valencia – Cines Babel
  • Valladolid – Cines Broadway
  • Castelldefels – Cinemes Metropol
  • Lleida – Espai Funatic
  • Girona – Cinemes Albèniz
  • Sant Feliu de Llobregat – Cinemes Baix
“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი (ესპანეთი) და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award (არგენტინა).
მთავარი ჯილდოები პალმა დე მაიორკასა და საფრანგეთში არასის კინოფესტივალებზე და კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო “ფიპრესი” ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე.
“ანას ცხოვრება” სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს. ასევე, საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიენიჭა ნინო ბასილიას ბულგარეთშიც ფესტივალზე Golden Linden.