BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე “ალტერნატიული ტალღა 2017“ შერჩეული პროექტები
აგვისტო 29, 2017
BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.
„ალტერნატიულ ტალღა 2017″-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:
1.მკვლელობები – პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები.
2.ნინა – პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი.
3.ოთარის სიკვდილი – პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ “სოსო” ბლიაძე.
4.პანთეონი – პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე.
5.სამგლე – პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი.
6.უხერხემლო – პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე.
7.ქორწილი ჩემს ქუჩაზე – პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია.
8.წყნარი მთა – პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე.
სკრიპტ დოქტორები – ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.
კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები – ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College – ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.
ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.
შეხვედრები გაიმართება სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე – awbiaff@gmail.com
ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის არ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო