BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები
სექტემბერი 25, 2017

 
24 სექტემბერს, 18:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი  (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:
გრანპრი –   ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ. 
საუკეთესო რეჟისურა  – „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016  
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მერაბ ნინიძე ფილმში “იუპიტერის მთვარე”,  კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017 
საუკეთესო მსახიობი ქალი – ეჩემ უზუნ,  ფილმში  „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016  
ჟიურის სპეციალური პრიზი – ფილმი „დედე”, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.   და   ფილმ  „წვეულებას”  (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი    
BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო – ჟიურის თავჯდომარე),  შონ მაკალისტერი „დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი),  ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ. 
ჟიურის სპეციალური პრიზი – „მზის ქალაქი”, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.  და   „თავისუფლების დღე”, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ. 
 
 
BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის  ჟიურიმ – საფარ ჰაქდადოვ  (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი  (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გაიცა პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი –    ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) –  გადაეცა  სამ ფილმს:
ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017  
სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017 
ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია,  2017
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/დიდი ბრიტანეთი) 
გია ყანჩელი (საქართველო)
ვახტანგ კიკაბიძე  (საქართველო)
 
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო”,   “ბრიტანეთის საბჭო”,  გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა”, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა”, ტურკომპანია „ვონდერლენდი”, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი”  
კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge 
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi; 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org;  ტელ: 599-482181б 597-998272