ევროკომისიის მისიის ვიზიტი საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის განვითარებისთვის
ოქტომბერი 8, 2017
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ევროკომისიის პროგრამის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერით, 9-13 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის საექსპერტო მისია. მისიის მიზანია, საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციის მომზადება.
შეხვედრებს, კინოსექტორის წარმონადგენლებთან ერთად, დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისიის დასრულების შემდეგ, 2 კვირის მანძილზე, ექსპერტები მოამზადებენ წერილობით რეკომენდაციას და დასკვნას.
საექსპერტო მისია შედგება უცხოელი სპეციალისტებისგან:
Ms Edith Sepp-Dallas – ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი. ახალი ევროპული კინოს ასოცისაციის (FNE ) და ევროპული კინოს ხელშეწყობის ქსელის (EFP) თავმჯდომარე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კინოს საკითხებში მრჩევლად ესტონეთის კულტურის სამინისტროში.
Ms.Renata Pawłowska-Pyra – პოლონეთის კინოს ინსტიტუტის კინოკულტურის და ფილმის გავრცელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო კინოთეატრების განვითარების, დისტრიბუციისა და კინო განათლების პროექტებზე.
Mr. Arnfinn Inderhaug – ნორვეგიული კინოორგანიზაციის Film & Kino პროექტის Bygdekinoen – მობილური კინოთეატრი – მენეჯერი. იგი მუშაობს კინოთეატრების განვითარებისა და მართვის საკითხებზე (ექსპერტი ჩაერთვება და პრეზენტაციას გააკეთებს სკაიპის საშუალებით).