ქართული ფილმების კატალოგი 2017
ოქტომბერი 10, 2017
 
ეროვნული კინოცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2017 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.
 
კატალოგში წარმოდგენილი იქნება: 
•         მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
•         მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
•         დოკომენტური ფილმები
•         ანიმაციური ფილმები
•         ფილმები წარმოების პროცესში
 
კატალოგისათვის გადმოსაგზავნი მასალების ნუსხა:
 
1.      ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2.      ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
3.      რეჟისორი
4.      სცენარის ავტორი
5.      ოპერატორი
6.      მსახიობები
7.      პროდიუსერი
8.      მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
9.      ფილმის მოკლე ანოტაცია
10.  რეჟისორის ბიოგრაფია
11.  რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან  პირველისაკენ. მაგ; „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013). ფილმი” (2010) და ა.შ.  თუ ფილმი წარმოების პროცესშია „ფილმი” (წარმ.)
12.  რეჟისორის ფოტო
13.  2 ფოტო (კადრი) ფილმიდან (მაღალი ხარისხით)
მასალები მიიღება 2017 წლის 10  ნოემბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტების დაფინანსების მენეჯერს – მანანა სურაძეს
ტელ: 2 999200
მობ: 577 553702; 
m.suradze@gnfc.ge