დოკლაიფციგის ფოკუსი ქართულ კინოზე
ოქტომბერი 30, 2017

IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS

ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალი (30 ოქტომბერი – 5 ნოემბერი) ფოკუსს საქართველოზე აკეთებს.

გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ კინოფორუმზე წელს ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს საგანგებო სექცია მიეძღვნა. IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS – იმპორტი და ექსპორტი – ქართული კინო საზღვრებს შორის – ამ სახელწოდების პროგრამაში 11 დოკუმენტური და 2 ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.

საქართველოს ფოკუს პროგრამა დოკლაიფციგის ფესტივალის ინიციატივით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის და პროდიუსერის – ზაზა რუსაძის კურატორობით შედგა. ზაზა რუსაძე ასევე DOK Leipzig-ის შესარჩევი კომისიის წევრია.

ლაიფციგის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ასევე პანელ დისკუსია Female Gazes from Georgia – (ქალის ხედვა საქართველოდან), რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. კინოჩვენებების ციკლი და დისკუსია გერმანიის კიდევ 4 ქალაქში გაგრძელდება.

გარდა სპეციალური ქართული პროგრამისა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია “ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე.


პროგრამა:

 

  • 2+2=22 (Das Alphabet) – ჰაინც ემიგჰოლცი. 2017 (საქართველოში გადაღებული გერმანული წარმოება)
  • ალცნეი – ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი. 2009
  • მზის ქალაქი – რატი ონელი. 2017
  • არ ისუნთქო (La Faille) – ნინო კირთაძე. 2014
  • გამოსვლა – ვახტანგ ჯაჯანიძე. 2015
  • ჰორიზონტი – დათო კიკნაველიძე – ანიმაციური ფილმი. 2017
  • ლილე – ნათია ნიკოლაიშვილი – ანიმაციური ფილმი. 2017
  • მადონა – ნინო გოგუა. 2014
  • მზიანი ღამე – (original title: Sonnige Nacht) სოსო დუმბაძე. 2017
  • სოვდაგარი – თამთა გაბრიჩიძე. 2016
  • დაისის მიზიდულობა – სალომე ჯაში. 2016
  • მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს – თინათინ გურჩიანი. 2012
  • როცა დედამიწა მსუბუქია – სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი. 2015