ქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო" PALM SPRINGS-ის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ნოემბერი 24, 2017
დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმი “ჯინო” ამერიკის შეერთებულ შტატებში, PALM SPRINGS INTERNATIONAL ANIMATION FESTIVAL-ზე დააჯილდოვეს.
იგი კინოფესტივალის საუკეთესო 3D ანიმაციად აღიარეს.
“ჯინო” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
წელს PALM SPRINGS-ის კინოფესტივალზე 2700 ფილმი იყო წარმოდგენილილ მსოფლიოს 103 ქვეყნიდან.