ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ანდრო" საერთაშორისო წარმატება
ნოემბერი 25, 2017
“ანდრო” თორნიკე გოგრიჭიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა International Mediterranean Film Festival of Montpellier – Cinemed – ზე შედგა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში.
მოგვიანებით “ანდრო” Tehran international short film festival-ზე აჩვენეს, სადაც მას საუკეთესო ფილმის პრიზი გადაეცა.
“ანდრო” რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “ქართული პანორამა” იქნება წარმოდგენილი, სადაც მას უკვე ქართველი მაყურებელი იხილავს.