ანა ურუშაძის ფილმმა "საშიში დედა" ესპანეთში 3 ჯილდო მოიპოვა
ნოემბერი 26, 2017

ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “საშიში დედა” ესპანეთში, Gijón International Film Festival-ზე 3 პრიზის მფლობელი გახდა:

  • ანა ურუშაძე – საუკეთესო რეჟისორი
  • მინდია ესაძე – საუკეთესო ოპერატორი
  • “საშიში დედა” – საუკეთესო ფილმი (ახალგაზრდული ჟიურის პრიზი)
ანა ურუშაძის „საშიში დედა” წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე.
ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს. „საშიში დედა” ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის” მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა, რამდენიმე დღის წინ კი ლოს ანჯელესში აზიურ ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოვებაზე კიდევ 2 ჯილდო აიღო – ჟიურის გრან პრი და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი (დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის).