ქართული დოკუმენტური ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მონაწილეობას განაგრძობს
დეკემბერი 1, 2017
მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს!
ფილმი წარდგენილია ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო კინოფესტივალზე – Olympia, რომელიც საბერძნეთში 2-9 დეკემბერს გაიმართება. “მოუსმინე სიჩუმეს” საერთაშორისო საკონკურსო სექციაში – KIDS&DOCS მონაწილეობს.
“მოუსმინე სიჩუმეს” კიდევ ერთი ფესტივალის მონაწილეა. ახალგაზრდულ ფესტივალზე – Ajyal Youth Film Festival რომელიც დოჰაში, კატარში იმართება, მარიამ ჭაჭიას ფილმის სპეციალური ჩვენება 3 დეკემბერს შედგება. 
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საბავშვო ჟიურიში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმს ქართველი ბავშვები – ნინა არეშიძე და ელენე ბჟალავა შეაფასებენ.