ანა ურუშაძე სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს
დეკემბერი 3, 2017
ანა ურუშაძე მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით “საშიში დედა” საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.
ამჯერად ანა სინგაპურში დააჯილდოვეს.
ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს SWAROVSKI-ს ჯილდო გადეცა.
ანა ურუშაძის „საშიში დედა” წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე.
ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს.
„საშიში დედა” ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის” მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა, რამდენიმე ლოს ანჯელესში აზიურ ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოვებაზე კი კიდევ 2 ჯილდო აიღო – ჟიურის გრან პრი და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი (დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის).
რამდენიმე დღის წინ “საშიში დედა” ესპანეთში, Gijón International Film Festival-ზე დამატებით 3 პრიზით დაჯილდოვდა.