თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
დეკემბერი 9, 2017
9 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:
  • “ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმი) – “ყორნები” (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.
  • “ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურა) – “არშიყი” (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის “საშიში დედა” (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის “ხარაჩოები” (ისრაელი, პოლონეთი, 2017).
რაც შეეხება სექციას “ქართული პანორამა”, აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 
“ქართული პანორამის” გამარჯვებულები არიან:
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი – “საშიში დედა”, რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).
  • საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი – “მზის ქალაქი”, რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი – “ანა”, რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – “თევზაობა”, რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).
ფესტივალის ფარგლებში წელს უკვე მეორედ საკუთარი ჯილდო დააწესა ეროვნულმა კინოცენტრმა. “წერე ქართულ კინოზე” – ასე ქვია კონკურსს, რომელიც კინოცენტრმა კინომცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის გამოაცხადა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული:
  1. I ადგილი – გიორგი გეთიაშვილი                                                                                                                                  (სტუდენტი დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს) 
  2. II ადგილი – მარიამ ჩუტკერაშვილი                                                                                                                                  სტუდენტი დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით;
  3. III ადგილი – ლილი გლურჯიძე                                                                                                                                  სტუდენტი დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით – “ნამე”.
ეროვნული კინოცენტრი უკვე 14-ე წელია, რაც თბილისის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.