ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი რუსეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა
დეკემბერი 15, 2017
ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს “გოგიტას ახალი ცხოვრება” რუსეთში ნახავენ.
ფილმი რუსულ კინოგაქირავებაში დეკემბრის დასაწყისიდან გამოვიდა და უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასებები.
ფილმის “გოგიტას ახალი ცხოვრება” მსოფილიო პრემიერა დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის IDFA სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში შედგა.
იგი მოგვითხრობს ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელიც ციხიდან 14 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გამოდის და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.
რეცენზიებს ფილმის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულებზე: