ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრუსელში
იანვარი 11, 2018
17-23 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.   
ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
  • 18 იანვარი, 19:00 საათი – “როცა დედამიწა მსუბუქია”
  • 19 იანვარი, 21:30 საათი – “საშიში დედა”
  • 20 იანვარი, 21:30 საათი – “მძევლები”
  • 21 იანვარი, 11:00 საათი – “ცისფერი მთები”
  • 21 იანვარი, 20:00 საათი – “დედე”
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან  დამსწრე საზოგადოება კითხვა – პასუხის  (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.
საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.