ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინგა“ ლიტვის კინოფონდის რჩეული გახდა
ივლისი 19, 2018
ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინგა”  ლიტვის კინოფონდის კოპროდუქციის კონკურსის რჩეული გახდა. ლიტვის კინოცენტრის კომისიის მხრიდან, პროექტმა უმაღლესი ქულები დაიმსახურა.
“ინგა” საქართველო-ლიტვა-ლუქსემბურგის კოპროდუქციაა, რომლის რეჟისორიც დავით აბრამიშვილია. საქართველოს მხრიდან პროექტის მწარმოებელი კომპანიებია : „სიბლერ ფილმსი„ და „ნათურა ფილმი”. (პროდიუსერები: ციაკო აბესაძე, გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.) ლიტვის და ლუქსემბურგის მხრიდან კი პროექტში ჩართულები არიან FILMAI LT და Paul Thiltges Distributions.
„ინგა” 2017 წელს “მანჰაიმის შეხვედრების ადგილის” რჩეული პროექტიც გახდა, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მოხდა პროექტის განვითარება.
 
„ინგა”-ს წარმოება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.