
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინასა და ისრაელში ქართულ ფილმებს აჩვენებენ
აგვისტო 8, 2018
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინასა და ისრაელში ქართული ფილმების ჩვენებები გაიმართება.
მთელი კვირის განმავლობაში, ისრაელში, ქართული ტელევიზია G TV შემდეგ ქარულ ფილმებს აჩვენებს:
- “გაღმა ნაპირი” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
- “სხვისი სახლი” – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
- “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი
- “მე გადავცურე ენგური” – რეჟისორი ანუნა ბუკია
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის 10 წლისთავს უკრაინაც ეხმაურება. თომა ჩაგელიშვილის ფილმის “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” ჩვენება უკრაინაში, საქართველოს საელჩოში შედგება.