საქართველო ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე
სექტემბერი 14, 2018

25-30 სექტემბერს, ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival გაიმართება, სადაც წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

ქართული კინოს რექტოსპექტივა დამეგობრებული ქალაქების – თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია და Encounters Film Festival ერთობლივად წარმოადგენენ.
კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროგრამით:
ასევე, აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივის პარალელურად, ახალგაზრდა რეჟისორის – რატი წითელაძის ფილმი “სოციუმის პატიმარი” Encounters Film Festival-ის პროგრამაში SHORT FILM 1: CAN’T BREAK ME იქნება წარმოდგენილი.