სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2019 წელს დაფინანსების კონკურსში მონაწილე 10 პროექტი გადაეცა საექსპერტო კომისიას.
პირველი ტურის გასაუბრება დაინიშნა 2019 წლის 15 აპრილს.
მონაწილე პროექტები:
- ,,მთვარე მამაა ჩემი” (პროდიუსერი – შპს,,ვაგონეტი” გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი -გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი ოვაშვილი)
- ,,წვიმა ორ ნაპირზე” (პროდიუსერი – შპს ,,ბათუმის საავტორო ფილმების სტუდია” სულხან თურმანიძე, რეჟისორი – ზაზა ხალვაში, სცენარის ავტორი – ზაზა ხალვაში)
- ,,მსროლელი” (პროდიუსერი – შპს ,,20 steps production’’ ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – პეტრე ლევჩენკო, სცენარის ავტორი – პეტრე ლევჩენკო);
- ,,ქარმა დაუბერა. ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” (პროდიუსერი – ,,საქდოკ ფილმი” ანნა ძიაპშიპა, რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე, სცენარის ავტორი – ალექსანდრე კობერიძე)
- ,,ანტიკვარიატი” (პროდიუსერი – შპს ,,სინეტექი” რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი – რუსუდან გლურჯიძე, სცენარის ავტორი – ოლეგ სმირნოვი (ნეგინი), რუსუდან გლურჯიძე )
- ,,მზის ხსოვნა (მზის მეხსიერება)” ( პროდიუსერი – შპს ,,Georgian International Films’’ მირზა დავითაია, რეჟისორი – კონსტანტინე კონოვალოვი, სცენარის ავტორი – კონსტანტინე კონოვალოვი)
- ,,ანტონის ცხოვრება” (პროდიუსერი – შპს ,,არტიზმი” ლაშა ხალვაში, რეჟისორი – იულია მირონენკო, სცენარის ავტორი – იულია მირონენკო)
- ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” (პროდიუსერი – შპს ,,თეიქს ფილმ” ქეთევან დანელია, რეჟისორი – ლევან აკინი, სცენარის ავტორი – ლევან აკინი)
- ,,ბოლო რაუნდი სტამბულში” (პროდიუსერი – შპს,,ეითიდაბლიუდი” ნინო ჯინჭარაძე, რეჟისორი – სერჟ ავედიკიანი, სცენარის ავტორი – სერჟ ავედიკიანი)
- ,,ნათდება” (პროდიუსერი – შპს ,,ახალი ქართული ფილმი” ნიკოლოზ აბრამაშვილი, რეჟისორი – ფედონ პაპამაიკლი, სვენ დაგონესი, სცენარის ავტორი – სვენ დაგონესი)
საექსპერტო კომისიის წევრები :
გელა ბაბლუანი – რეჟისორი;
დათა ფირცხალავა – სცენარისტი/რეჟისორი;
თინათინ გურჩიანი – რეჟისორი;
ზაალ რუსაძე – რეჟისორი/პროდიუსერი ;
არჩილ მენაღარიშვილი – პროდიუსერი.
გასაუბრების დრო კონკურსანტებს ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!