10 მაისს ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართება
მაისი 8, 2019

საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 10 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში (მის: ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2) ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართება.

ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთითა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა.

„ექვთიმე“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ფილმის სცენარის ავტორია ნინო ნატროშვილი, ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი, ხოლო პროდიუსერი – რუსუდან ჭყონია.

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!