მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

/მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

2019  წლის 12 ივნისს   ცხადდება კონკურსი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.

ონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

საკონკურსო  დოკუმენტაცია  მიიღება მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით  იხ. ვიდეო გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

საკონკურსო დოკუმენტაციის  ელექტრონული პროგრამის საშუალებით ატვირთვის გარდა, კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი  ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს  არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.

საკონკურსო ფონდი შეადგენს  300 000 (სამასი  ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და განსაზღვრავს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას.

ქრონომეტრაჟი

ფილმის  ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

კონკურსის ეტაპები

თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს (სცენარებს და სხვა დოკუმენტაციას).

კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპი არის  დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს  პროექტები, რომლებიც მიიღებენ ქულათა მაქსიმუმს.

 

კონკურსში მონაწილე პირს უფლება აქვს საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

 

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
  2. ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2019 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
  5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა);
  7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
  8. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  9. პროდიუსერის მოტივაცია;
  10. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  11. ფილმის სინოფსისი (მოცემული ამბის მოკლე აღწერა);
  12. პროფესიონალურად და ტექნიკურად დასრულებული ფილმის სცენარი;
  13. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  14. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
  15. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
  16. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.  პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 21 ოქტომბრისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.

პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგრძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა, ამ გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.

 

ალტერნატიული დაფინანსება

თუ ფილმის წარმოებისას გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;

ალტერნატიულ დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

ალტერნატიულ დაფინანსებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

ვადა

საკონკურსო დოკუმენტაცია  (ელექტრონული და ბეჭდური ვერსია) წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად 2019  წლის  12 ივლისის 18:00 სთ-მდე;

კონკურსის მონაწილეებს 2019 წლის  19 ივლისამდე მიეცემათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად.  ამ თარიღის შემდეგ პროექტი ჩაითვლება რეგისტრირებულად და გადაეცემა საექსპერტო კომისიას განსახილველად.

თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერის პროექტს, რომელმაც ვერ შეასრულა ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორის პროექტს,  რომელსაც მოგებული აქვს  კონკურსი და ალტერნატიული თანხის მოძიების პროცესში ან  ფილმის წარმოების პროცესშია.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.

სასურველია კონკურსანტებმა წინასწარ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

ეროვნული კინოცენტრი  კონკურსიის  მონაწილეებს  მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

 

 

მისამართზე:  სანაპიროს 4,

ტელ:   +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი:     +995 577 955 250

ელ. ფოსტა:      n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:     +995 577 40 75 39

ელ. ფოსტა:      m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:     +995 599 85 07 81

ელ. ფოსტა:      s.danelia@gnfc.ge

2019-06-28T17:39:05+00:00