ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” იწყებს 2019 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას.
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:
- სცენარის განვითარება
- პროექტის განვითარება
- კო-პროდუქციის სტრატეგია
“ალტერნატიული ტალღა” 2019-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტები რომლებსაც გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
- I ადგილი – 10.000 ევროს ღირებულების პოსტ-პროდუქციის სერვისი
- II ადგილი – პროექტის სელექცია პროგრამაში Meeting on the Bridge
- III ადგილი – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება (აკრედიტაცია, ავიაბილეთები, სასტუმრო)
პროექტის შესარჩევად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ან ინგლისურ ენაზე):
- სცენარი ან თრითმენტი
- სინოფსისი
- რეჟისორის ხედვა
- პროდიუსერის მოტივაცია
- რეჟისორის ბიო-ფილმოგრაფია
- პროდიუსერის ბიო-ფილმოგრაფია
- ბიუჯეტი
- ფინანსური გეგმა
გთხოვთ დოკუმენტები გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: awbiaff@gmail.com
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ივლისი
“ალტერნატიული ტალღა” გაიმართება “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2019 წლის 19-22 სექტემბერს ბათუმში. შერჩეული პროექტებიდან მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება ორი წარმომადგენელი -რეჟისორი და პროდიუსერი. “ალტერნატიული ტალღა” დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.
ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებსა და შეხვდნენ შერჩეული პროექტების წარმომადგენლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თინათინ ყაჯრიშვილი – 597202550
ლაშა ხალვაში – 595926206